კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლაბორატორიაში

ურბანული ველნესი

იმ დროს, როდესაც ძლიერი იმუნური სისტემა თქვენი საუკეთესო მეგობარია, და როდესაც დაავადებებმა და პასიურმა ცხოვრების სტილმა გავლენა მოახდინა უამრავი ადამიანის საარსებო წყაროსა და ფიზიკურ გარეგნობაზე, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და მზად ვართ დაგეხმაროთ საგულდაგულოდ შერჩეული თერაპიული და ესთეტიკური მკურნალობის მეთოდებით, რათა გამოიყურებოდეთ და გრძნობდეთ თავს საუკეთესოდ, მიუხედავად ყველა უსიამოვნებისა.

ჩვენ გვსურს გაჩვენოთ, რომ ქალაქის დაძაბული ცხოვრების წესი, სტრესული სამუშაო, გადაჭარბებული სოციალიზაცია, გარე სამყაროში არსებული სირთულეები - ეს ყველაფერი უფრო ატანადი ხდება ჩვენს სერვისებზე თქვენი ყოველდღიური წვდომით.

იმუნოლაბი ჯანმრთელობა და კომფორტი ერთ სივრცეში.

The Center Video Tour

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სერვისებში

შეხვდით ექიმს

შეხვდით ექიმს

ჩვენი ექიმები განსაზღვრავენ თქვენთვის ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამას, რათა გააძლიერონ თქვენი იმუნური დაცვა, გააადვილონ რეაბილიტაცია ავადმყოფობის ან თუნდაც საკუთარი თავის მიმართ უყურადღებობის პერიოდის შემდეგ. პროგრამები ასევე შეიძლება იყოს ესთეტიკური დანიშნულების, ან სპეციფიკურად მამაკაცის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული, ან ყოველივე ზემოთქმულის კომბინაცია. ტიპიური გეგმა მოიცავს ლაზეროთერაპიას, მანუალურ ან ვაკუუმ მასაჟს, ინტრავენურ წვეთოვან დეტოქსიკაციას, ჩვენს ერთ-ერთ სპა პროგრამას, კოსმეტოლოგიურ ინექციებს ან არაინვაზიურ კოსმეტოლოგიურ მკურნალობას. ექიმი თქვენთან განიხილავს უკუჩვენებებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოკვლევებს გთხოვთ.

გააძლიერეთ თქვენი იმუნიტეტი / ლაზერული და ულტრაბგერითი თერაპია

გააძლიერეთ თქვენი იმუნიტეტი / ლაზერული და ულტრაბგერითი თერაპია

სისხლის ლაზერული და ულტრაბგერითი დასხივება ფართოდ გამოიყენებოდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის პნევმონიის, ასთმის, ართრიტის და ა.შ. ეს თითქმის დავიწყებული მეთოდი ახლა ფართოდ განიხილება, როგორც ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული თანამედროვე მეთოდების ალტერნატიული მიდგომა, როგორც იმუნომოდულატორული თერაპია და როგორც მეთოდი სისხლის პარამეტრების ნორმალიზებისთვის.

აღიდგინეთ თქვენი ვიტამინების მარაგი / ინტრავენური თერაპია

აღიდგინეთ თქვენი ვიტამინების მარაგი / ინტრავენური თერაპია

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, დაუბრუნდეთ თქვენს ოპტიმალურ ჯანმრთელობის მდგომარეობას და აღიდგინოთ თქვენი ენერგია ინტრავენური ვიტამინ/დეტოქს თერაპიის მეშვეობით.

ჩვენი ექიმები დაგეხმარებიან აირჩიოთ თქვენი წვეთოვანისთვის სწორი კომპონენტები:

- იმუნიტეტის გამაძლიერებელი წვეთოვანი ვიტამინი C, B12 და სხვა კომპონენტების შესწავლილი კომბინაციით

- დეტოქსიკაციის წვეთოვანი

- ჰიდრატაციის წვეთოვანი - სხეულის რეჰიდრატაციისთვის, იმუნური სისტემის დასარეგულირებლად, ქრონიკული დაავადებების სიმპტომების გასაუმჯობესებლად, თქვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ინფექციასთან ბრძოლის მიზნით, კანის გასაწმენდად, მოგზაურობასთან დაკავშირებული ძილის პრობლემებით გამოწვეული ეფექტების შესამცირებლად, ნაბახუსევთან ბრძოლისათვის, ქალაქის გარემოსათვის დამახასიათებელი არასასურველი დაბინძურებისგან დეტოქსიკაციისთვის.

დეტოქსიკაცია, წონის კორექცია და სხვა / სპა-კაფსულა

დეტოქსიკაცია, წონის კორექცია და სხვა / სპა-კაფსულა

ინოვაცია ველნესის სფეროში, სპა კაფსულა Alpha Fusion არის უნიკალური ქართული ბაზრისთვის, უახლესი თაობის აპარატი, რომელიც აერთიანებს კლასიკურ ორთქლის აბაზანას სხვა ჰოლისტურ მეთოდებთან, რათა დაგეხმაროთ სიჯანსაღის უმაღლესი მდგომარეობის მიღწევაში. მისი საშუალებით შესაძლებელია განტვირთვაც და ტონუსის აღდგენაც, დახმარება წონის დაკლებაში ან შესვენების დროს ხანმოკლე აღმდგენი ძილით დაძინება. მისი მრავალფეროვანი პროგრამების, ჩაშენებული სტერეოს, VR სათვალეებისა და არტ პროექტის, არომატების სისტემის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ქალაქის აურზაურისაგან გაქცევას.

არსებული პროგრამებია: 1. რელაქსაცია (30 წთ / ტემპერატურა 43C°). 2. წონის კორექცია (30 წთ / 82C°) 3. ველნესი (30 წთ 60C°) 4. ფიტნესი (30 წთ 68C°) 5. ძლიერი სიცხე (30 წთ 89C°) 6. ჰოლისტიკური ოფლიანობა (30 წთ 68C°) 7. ტკივილის შემსუბუქება (30 წთ 74C°) 8. მასაჟი (30 წთ 54C°) 9. სხეულის შეფუთვა (30 წთ 57C°) 10.  აღმდგენი ძილი (15 წთ 38C°).

ნებისმიერ პროგრამაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ან თალასოთერაპიის პროდუქტები, ან ზღვის მცენარეები, ან მკვდარი ზღვის ტალახი.

შენიშვნა: არსებობს უკუჩვენებები. პროცედურის დაწყებამდე ჩვენი ექიმი მოგცემთ პერსონალურ რჩევებს. 

გამოძერწეთ თქვენი სხეული

გამოძერწეთ თქვენი სხეული

LPG ან „ლიპომასაჟი“ არის სხეულის ფორმირების ორგანული და არაინვაზიური მეთოდი.

მკურნალობის ეს მეთოდი საგულდაგულოდ არის შემუშავებული, რათა:

  • დაწვას ცხიმი;
  • გაამკვრივოს და გაასწოროს ჩამოშვებული კანი;
  • შეამციროს ცელულიტი.

ის დიდი პოპულარობით სარგებლობს მამაკაცებსა და ქალბატონებში ევროპასა და აშშ-ში და გამოიყენება მუცლის, ბარძაყის, მკლავების და სხვა ზონების ცხიმოვანი ქსოვილის შესამცირებლად.

LPG-ის მაგია, სპორტისა და დიეტებისaგან განსხვავებით, არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის ადგილები, რომელთა ფორმირებაც გსურთ.

როგორ მუშაობს?

LPG მასაჟი ღრმა ვაკუუმური მასაჟია. ის ააქტიურებს ცხიმის დაშლის პროცესს, რომელიც ცნობილია როგორც ლიპოლიზი.

ეს გამოთავისუფლებული ცხიმი შემდეგ გარდაიქმნება კუნთებისთვის ენერგიის წყაროდ გამოსაყენებლად და დასაწვავად. ეს ტექნიკა ასევე ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო გლუვი და მკვრივი.

აღიდგინეთ და გაიახალგაზრდავეთ თქვენი გარეგნობა / კოსმეტოლოგიის ცენტრი

აღიდგინეთ და გაიახალგაზრდავეთ თქვენი გარეგნობა / კოსმეტოლოგიის ცენტრი

ჩვენ გთავაზობთ არაქირურგიული კოსმეტიკური პროცედურების დიდ არჩევანს, მათ შორის ბოტულინო თერაპია, ლიპოთერაპია, მეზოთერაპია, დერმოფილერები, ბიორევიტალიზაცია, ძაფის ლიფტინგი, ულტრაბგერითი და ლაზერული პროცედურები, დეპილაცია. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო პროდუქტებს, რომლებსაც საერთაშორისო ბაზარი გვთავაზობს.

რელაქსაცია და სხეულის გაძლიერება / მასაჟი

რელაქსაცია და სხეულის გაძლიერება / მასაჟი

მასაჟის თერაპია, პარასიმპათიკური სისტემის გააქტიურებით, ხელს უწყობს სხეულის მოდუნებას და დამშვიდებას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ებრძვის არტერიული წნევის პრობლემებს, ზრდის ლიმფური სისტემის აქტივობას, ერთი სიტყვით - სხეულს ხდის გაცილებით ძლიერს ურბანული გარემოს იმუნურ გამოწვევებთან ბრძოლაში.